„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ახალი ეპიზოდის სტუმარი იაკი კაბეა - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

21 მაისს, 21:00 საათზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალ ეპიზოდში მოუსმინეთ პოეტის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბეს) პასუხებს დათო გორგილაძის კითხვებზე.

ეპიზოდი მაყურებელს სტამბოლის ქუჩებში გაუწევს გიდობას. ეს ევროპული მოგზაურობის ფარგლებში მეორე გადაცემაა, რომელიც მსმენელს ახალ ლოკაციაზე ძველ, თუმცა, მუდამ აქტუალურ საქართველოს ისტორიებს გაახსენებს და ირაკლი კაკაბაძის ცხოვრებისეულ თავგადასავალში ამოგზაურებს.

პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

“გახსოვს, არ გვითქვამს... ვერ ვყვები რა მაქვს ნანახი და რა მაქვს გამოვლილი. არასდროს მქონია ძალა, მესაუბრა ამ ამბავზე“, - ირაკლი კაკაბაძე.

გაიგეთ მეტი ახალი ეპიზოდის შესახებ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა 6 ეპიზოდს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს შეხვდება და მათი ცხოვრებისეული ისტორიების თანამგზავრი გახდება.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან  ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.



„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
საია - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება მიშას!
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში