
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თამაშში ადანაშაულებს.
„რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მას ნამდვილად სურდეს მშვიდობა და უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თუ ისინი უკრაინის დაბომბვას გამუდმებით განაგრძობენ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკებები ვერ წარიმართება“, - განაცხადა კალასმა ლონდონში, სადაც ის ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
კითხვაზე, წინააღმდეგი იქნება თუ არა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების, თუკი შეხვედრა ასეთი პაუზის გარეშე გაიმართება, კალასმა უპასუხა:
„გვინდა დავინახოთ, რომ რუსეთს მშვიდობა სურს. მშვიდობის სურვილს ორი მხარე სჭირდება, ომის სურვილს მხოლოდ ერთი სჭირდება და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი აშკარად სურს. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. რუსეთმა უბრალოდ ითამაშა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ისინი ახლაც თამაშობენ“, - აღნიშნა კალასმა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |