ლიეტუვის საგარეო მინისტრი - საქართველოში სიტუაციიდან გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პროცესი დემოკრატიიდან მიდის უკან, ავტორიტარული რეჟიმისკენ, ეს არის ევროპისთვის სერიოზული შეშფოთების საგანი - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება, ოდირისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ წინა არჩევნებს.

,,ნამდვილად გვაშფოთებს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო ამკაცრებს რეგულაციებს, რაც პროტესტის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო სიტუაციაა."- აცხადებს კესტუტის ბუდრისი



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
პროკურატურის განცხადებით, ფონდების ანგარიშები “საბოტაჟის საქმეზე“ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს
ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და სწორადაც!