ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და სწორადაც!

„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და „ფროსფერითი ჯორჯიას“ დაყადაღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად.

„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის. როცა ვიცით, რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც“, - წერს ხოშტარია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

"კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა