ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.

აღნიშნულ თანხას უკრაინა გრანტებისა და სესხების სახით ევროკავშირის „უკრაინის ფონდიდან“ მიიღებს. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნული მექანიზმის მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.

მესამე ტრანშის გათვალისწინებით, ბოლო ერთ წელში აღნიშნული ფონდიდან გამოყოფილი დახმარების საერთო რაოდენობა 20 მილიარდ ევროს მიაღწევს.

საბჭოს განცხადებით, დღეს საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ მესამე ტრანშის მისაღებად დააკმაყოფილა ყველა აუცილებელი პირობა, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის გეგმაში.

ასევე, ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, უკრაინამ აჩვენა, რომ მან გადადგა 13 ნაბიჯი, მათ შორის განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდასთან, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებასთან, სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის სიის შემუშავების გაგრძელებით.



თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა