მიხეილ სააკაშვილს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლისა და 6 თვის წელი მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. მისივე განცხადებით, ეს სასჯელი დაემატა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9 წლიან პატიმრობას. სააკაშვილი ციხეში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით წარუდგინეს.

ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წარდგენილი. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები და მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
პროკურატურის განცხადებით, ფონდების ანგარიშები “საბოტაჟის საქმეზე“ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს
ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და სწორადაც!