ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა საქართველოს მმართველი პარტიისგან ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა

ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა საქართველოს მმართველი პარტიისგან ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა. პროფესორ რეიფილდის დაჯილდოების ცერემონია ბრიტანეთში, სამეფო აზიურ საზოგადოებაში იყო დაგეგმილი, პროფესორი ჯილდოვდებოდა მისი წვლილისთვის ქართული ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში. 

"მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დიდი ზეიმი მოაწყვეს ლონდონში. დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ქეთევან დუმბაძეს დონალდ რეიფილდისთვის ჯილდო უნდა გადაეცა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დონალდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა. პასუხად დაამშვიდეს, ჯილდოს შორენა შავერდაშვილი გადმოგცემთო. (ქალბატონი ქეთევანი მართლაც აღარ ჩამოვიდა ლონდონში, ეტყობა მაინც ანერვიულდა ან ვიზა არ მისცეს), თუმცა, საბოლოოდ მან უარი განაცხადა ამ ჯილდოზე, არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ მივიღებო" - წერს ლიკა თარხან-მოურავი სოციალურ ქსელში. 

დონალდ რეიფილდი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორია. 



Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში