საქართველოში კიდევ სამი დღის განმავლობაში ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

„ყველგან თოვლია, მაგრამ განსაკუთრებით თოვს აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში. ეს პროცესი მთავრდება 27 თებერვლის ღამით“,- ამბობს დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი.

სამი დღე ითოვებს ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისშიც.

25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ისევ ღრუბლიანი ამინდი და თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ქარბუქი და ნისლიც. დაბლობში ღამით -5, 0° იქნება, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -16, -11°, დღისით -5, 0°.

25 თებერვალს უამინდობაა აღმოსავლეთ საქართველოშიც. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ბარში ტემპერატურა ღამით -8, -3°, დღისით კი -2, +3° იქნება; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -19, -14°, დღისით -10, -5°.

თბილისში სამი დღე თოვლია გამოცხადებული (+2 +4 გრადუსი), ღამეები კი ყინვიანი იქნება -3 და -5 გრადუსის ფარგლებში. მოღრუბლულობა და დაბალი ტემპერატურა თბილისში მთელი კვირა გაგრძელდება.



„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
საია - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება მიშას!
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში