სტიქია გურიაში - სოფლებში გზის გაწმენდა ვერ ხერხდება - შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო

ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა 

მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ - ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, - აცხადებს უწყება.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მუნიციპალიტეტის მერიის  ცნობით, სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხელახლა გვიწვეს ცენტრების გაწმენდა, ვერ ერევა ტექნიკა, ცენტრალური თუ არ გაიწმინდა, შიდა სასოფლო გზები ჯერ არ გაიწმინდება, რადგან მაღალი თოვლია, მოსახლეობასთან კომუნიკაციას პირადად ვერ ვახერხებთ, თუმცა გამგებლებისგან გაქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა, შიდა უბნებში ვერ შევდივართ, ძლიერი თოვაა. ტექნიკა მუშაობს რომ გაიწმინდოს, დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია, 16 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს”, - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.



„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
საია - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება მიშას!
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში