ბრიტანეთის ელჩი - ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელია

დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღეებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით.
ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია.
მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. 
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.
სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ." ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.



საქართველოში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დასრულდა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს
ბრიტანეთის ელჩი - ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელია
უკრაინის საგარეო მინისტრი - უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა