უკრაინის საგარეო მინისტრი - უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა

უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს - არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს ვეტო დაადოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ჰკითხეს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი და აქვს თუ არა უკრაინას მიხეილ ყაველაშვილთან კონტაქტი.

„უკრაინა მხარს ქართველ ხალხს უჭერს. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, ვგმობთ დიდი რაოდენობით დარღვევებს საპარლამენტო არჩევნების დროს, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების არაპროპორციულ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ეუთო-ს დასკვნა ყურადღებით შევისწავლეთ, სადაც მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ ნათლად არის აღნიშნული. დასკვნის მთავარი რეკომენდაცია პრობლემების ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.



საქართველოში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დასრულდა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს
ბრიტანეთის ელჩი - ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელია
უკრაინის საგარეო მინისტრი - უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა