ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს საზოგადოება - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მცდელობაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
„მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს - საზოგადოება. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |