ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს. ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხვალ, შეიძლება, მათაც მიადგნენ.
„ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილი ლიდერების საქართველოში ვიზიტების დროს გაწეული ხარჯებისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილი გვირგვინებისთვის, ასევე ოფიციალური ღონისძიებებისთვის, პიჯაკების ყიდვისთვის.
ჰოდა, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, ხოლო ვისაც გგონიათ, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ, შეიძლება, თქვენც მოგადგნენ“, – წერს სააკაშვილი.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |