როთი გახარიაზე თავდასხმაზე - მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას

მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაილ როთი წერს და გასულ ღამეს, ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმიანება. 

"ღრმად შოკირებული ვარ ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას. რეჟიმმა უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და არ დაემუქროს მათ. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - წერს როთი. 



უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა
პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!