გახარიას პარტია თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს

პარტია გახარია საქართველოსთვის გახარიაზე თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს - პარტია განცხადებას  X-ზე ავრცელებს. 

"დღეს ბათუმში, პარტია საქართველოსთვის ლიდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სასტიკად დაესხა თავს ივანიშვილის რეჟიმის მიერ კოორდინირებული ჯგუფი. 

გიორგი გახარია იყო ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დევნილი წევრების სასამართლო პროცესებს, როცა ეს საშინელი ძალადობა მოხდა.

პარტია საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას და ყველა ანგარიშვალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. 

ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის დათრგუნვის აშკარა მცდელობაა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხმებს" - წერია განცხადებაში. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.



სააკაშვილი - ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას
ესტონეთის საგარეო - მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერზე, გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას
უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა
პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს