კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ტარიელ შარიფაშვილის  სახელობის სკვერში შეკრებილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ყოფილმა თანამებრძოლებმა, ოჯახის წევრებმა  პატივი მიაგეს და  მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

"პოლკოვნიკი, რომელსაც დღეს 64 წელი შეუსრულდებოდა 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვის ბრძოლაში  გმირულად დაიღუპა",- ნათქვამია ინფორმაციაში.



Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში