TI - ამ ეტაპისთვის 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია დასანქცირებული

ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი  მაღალი თანამდებობის პირი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ავრცელებს.

როგორც TI-ს განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებულთა შორის მთავრობის წევრები, მმართველი პარტიის დეპუტატები, მოსამართლეები და ა.შ. არიან.

„ამ ეტაპისთვის  დასანქცირებულია 150-ზე მეტი  მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები. 

მათ საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნები მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, არჩევნების გაყალბების და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ. 

იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები“,- აღნიშნულია განცხადებაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას