4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, წერილში ასევე დართულია საიას „რეპორტი“, სადაც „ახსნილია ის ძალადობ და და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო“.
„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციები უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში.
ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს.
წერილს თან ახალავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ „რეპორტი“, სადაც ახსნილია ის ძალადობა და და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო; თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, როგორც სძულდა სტალინს.
ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილიყო, რომელიც სულ მალე ეუთო/ოდირის „მეილებზე“ იქნება გაგზავნილი. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშობას და ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს სანქციები უწესდება“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |