საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ბერსესთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა დემონსტრატების უფლებრივი მდგომარეობის განხილვა იყო.
„ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია, ევროპული საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. მთავარი თემები, რომელთაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ამიტომ არის ეს ხალხი აქ, რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს და ასევე, სამოქალაქო სექტორს. შეხვდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სურათი შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
გუშინ, 18 დეკემბერს ბერსე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |