შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ევროპის ჩემპიონს კარატეში, თათია ფუტკარაძეს მიღწეული წარმატება მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შუახეველი თათია ფუტკარაძე, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ 15-ე ევროპის თასზე კარატეში, საქართველოს კარატეს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა, რომელმაც 13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი საპრიზო ოქროს მედალი მოიპოვა.
„თათია წარმატებით ასპარეზობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურნირებში. არის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, აჭარის ღია ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირის ოუფენ ბათუმის პრიზიორი და სხვა მრავალი ტურნირის მონაწილე.
ომარ ტაკიძემ, სპორტსმენს სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.
შეხვედრას, მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |