კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს, რომელთაც 2023/2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, კომპიუტერები მოსწავლეებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს.
„წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |