ისრაელი და „ჰეზბოლა“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაჯიბ მიქატის. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე ძალაში შევიდა.
„კარგი ამბავი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან. ვესაუბრე ლიბანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს და მოხარული ვარ განვაცხადო: მათ მიიღეს შეერთებული შტატების წინადადება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამანადგურებელი კონფლიქტის დასრულების შესახებ. ორივე მხარის სამოქალაქო პირები მალე შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ თემებში. ისრაელი თანდათან გაიყვანს თავის ძალებს 60 დღის განმავლობაში, ლიბანის არმია კი ისრაელთან საზღვარზე ტერიტორიას გააკონტროლებს, რათა უზრუნველყოს, რომ „ჰეზბოლამ“ თავისი ინფრასტრუქტურა არ აღადგინოს“,- განაცხადა ბაიდენმა.
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |