რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - 7 რეგიონში 39 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის 7 რეგიონში და ოკუპირებულ ყირიმში 39 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 24 დრონი როსტოვის ოლქში, 5 - ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 3-3 - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, თითო-თითო ორიოლისა და ვორონეჟის ოლქებში, 2 ყირიმში ჩამოაგდეს.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



სარწყავ წყალზე კონტროლი მკაცრდება
შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ - KAZIN DMC
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ბაზისბანკს და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა