ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა - დაიღუპა 17 ადამიანი

ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბრაზილიის ალაგოასის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალაგოასის შტატის გუბერნატორის, პაოლო დანტასის ცნობით, შემთხვევის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც კლდიდან გადავარდა, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გადაადგილდებოდა.

„ფედერალური მთავრობა სიტუაციას აკვირდება და შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა“,- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას