სოფელ ნიაბში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიაბში, ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის  სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სპორტული მოედნის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„მშენებარე სპორტული მოედნის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გ მოწყობილი   გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟრები და ბავშვთა გასართობი სივრცე მდებარეობს.

მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდებში არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და დროის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობაა -  არამედ სპორტული მიღწევების შესაძლებლობაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას