BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი  აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს.

Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს, რომელთა საერთო ფართიც 730კვ.მ-ს შეადგენს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 5,476 ერთეული ექსკლუზიური ავტომობილი გაყიდა, ხოლო ევროპაში 1,054-ის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 19%-ს შეადგენს.

„თეგეტას“ მიერ Bentley Tbilisi-ს ოპერირების დაწყება კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა. კერძოდ, ულტრა შესაძლებლობების მქონე ორი ჰიბრიდული მოდელის - მეოთხე თაობის Continental GT-ს და Flying Spur Speed-ის წარდგენას, ასევე Mulliner-ის პერსონალიზაციაზე მოთხოვნის ზრდას.

რიჩარდ ლეოპოლდი, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და MEAI- რეგიონული დირექტორი: „თბილისში წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის ისტორიაში ახალი ეტაპია.  ვითვისებთ ბაზარს, სადაც ჩვენ  დიდ პოტენციალს ვხედავთ.  საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის პერიოდი იდეალურად არის შერჩეული. ბაზრის გაფართოება სწორედ  ახალი, მეოთხე თაობის Continental GT-ის  წარდგენას ემთხვევა. ჩვენ მოუთმენლად ველით Bentley Tbilisi-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას  რეგიონში წარმატების მისაღწევად. ასევე მივესალმებით მომხმარებელს ჩვენი მოდელების სრული ასორტიმენტისა და Bentley-ს გამოცდილების გასაზიარებლად“.

Bentley Tbilisi უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთა და ბრენდის მოყვარულთათვის, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. ოპერაციული გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელიც მზადაა, უპასუხოს მომხმარებლების შეკითხვებსა და საჭიროებებს.

---

Bentley Motors წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ კრუში მდებარეობს და ქმნის  სრული ოპერაციების ცენტრს, რაც მოიცავს დიზაინის შემუშავებას, R&D-ს (ავტომობილების კვლევა და განვითარება) ინჟინერიას და კომპანიის ხუთი სამოდელო ხაზის - Continental GT-ს, Continental GT-ს Convertible-ს, Flying Spur-ს, Bentayga-სა და Bentayga EWB-ს წარმოებას. Bentley გაერთიანებული სამეფოს ძვირადღირებული ავტომობილების კომპანიაა, რომლის დახვეწილი ოსტატობის კომბინაცია და უნარები  თაობებს გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილებასთან და უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად. ის ბრიტანული წარმოების მაღალი ღირებულებების საუკეთესო მაგალითია. Bentley-ს კრუს შტაბ-ბინაში დაახლოებით  4000 ადამიანია დასაქმებული.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას