კასპში 4 სადარბაზოს რეაბილიტაციისა და წყალარინების სისტემის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში თავისუფლების ქუჩა #1-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 4 სადარბაზოს რეაბილიტაციისა და წყალარინების სისტემის შეცვლის სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნოპბით, პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 “კასპის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს.
პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყონ მათი  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 229 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი.

აღნიშნული თანხიდან 2 ბინის სახურავის შეცვლასა და 12 სადარბაზოს რეაბილიტაციაზე 214 703 ლარის სამუშაოები განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას