უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე მელონის უკრაინის "გამარჯვების გეგმა" გააცნო.
"მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია და ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ საჭირო პირობები სამართლიანი დიპლომატიისთვის. მსოფლიოს შეუძლია, დაინახოს, რომ რუსეთი უგულებელყოფს რეალურ დიპლომატიას და მშვიდობის ფორმულას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად",- წერს ზელენსკი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებისას "ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარი არ ყოფილა.
TBC - "თიბისი" - გვახსოვდეს, ყველა მავთულხლართი და ოკუპაცია დროებითია - დიდება გმირებს!
სვანეთში ორი მოქალაქის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო
ხელის თხოვნა აღლუმზე
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
აქციის მონაწილეებმა “ხალხის ძალის” დეპუტატის, დავით კაჭარავას მანქანა ალყაში მოაქციეს და სკანდირებდნენ “მონას”
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |