ლიბანის ჯანდაცვა - ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია, სულ მცირე, 92 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, “თავდასხმების სამიზნე ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი იყო“.

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ბეირუთის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, სულ მცირე, ერთი დარტყმა განახორციელა.

ისრაელს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.



სარწყავ წყალზე კონტროლი მკაცრდება
შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ - KAZIN DMC
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ბაზისბანკს და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა