იაპონიის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა

იაპონიის ორპალატიანმა პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შიგერუ იშიბა 67 წლისაა და წარსულში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

იშიბას პრემიერობით ჩატარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 27 ოქტომბერს. 

შეგახსენებთ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი დღეს დილით გადადგა.



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ