ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე 3 ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე 3 ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამოქალაქო პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ ამ ზონაში, რაც ზრდის მოლოდინს ლიბანში სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან დაკავშირებით.

"სიტუაციის შეფასების შემდეგ, ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია",  - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს ტერიტორია ისრაელის სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილი გახდება.



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ