საქართველო 2025 წელს "ოსკარის" 97-ე ცერემონიაზე საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ "ანტიკვარიატს" წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (GNFC) სოციალურ ქსელში ავრცელებს.
GNFC-ს ცნობით, კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო 5 ფილმი: "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" (რეჟისორი და პროდიუსერი - ბექა სიხარულიძე); "კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა“ (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); "ეშმაკის სამოთხე" (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); "ანტიკვარიატი" (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და "აპრილი" (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).
მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული ფილმი 12 სექტემბერს, კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილი სპეციალური კომისიის წევრების მიერ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეირჩა - ჟიურის 4-მა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ "აპრილს" მისცა, ხოლო 5 ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა - სხვა საკონკურსო ნამუშევრებს, ხმები არ მიუღიათ.
"საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2025 წლის "ოსკარზე" სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება 2024 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და ამა წლის 6 სექტემბრამდე გაგრძელდა.
სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან "ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)",- ნათქვამია GNFC-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მანამდე, რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "აპრილი" ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |