უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო და ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანინიშინას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე შეთანხმდა.
გადაწყვეტილებას მხარი 241-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს.
“სტეფანიშინა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა.
მიმდინარე კვირას უმაღლეს რადაში ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ “მთავრობის დიდი გადატვირთვა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კაბინეტის “შემადგენლობის 50%-ზე მეტი“ შეიცვლება.
ამ განცხადების შემდეგ კი, ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა.
ამასთან, რადამ ასევე მხარი დაუჭირა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას, გადაწყვეტილებას 243-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამავე დროს, რადა ვერ შეთანხმდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირინა ვერეშჩუკის გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებას მხოლოდ 214-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ვიდეო მუსიკალური ფესტივალის მონაწილის ტელეფინიდან
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |