ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ლექს ფრიდმანის პოდკასტში საუბრისას უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ფიქრობს, რომ ისინი ამას აკეთებენ.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დადებს შეთანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ და მისი პრეზიდენტობის დროს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, ამაში კი დამნაშავე “აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია“.
“როდესაც ვუყურებ ნგრევას, შენობებს, ვფიქრობ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ისინი ტყუიან რაოდენობის შესახებ, ცდილობენ შეამცირონ ის. დაანგრიეს საკმაოდ დიდი შენობები და ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. არა, არა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ შენობებში ხალხია და მათ არანაირი შანსი არ აქვთ. როგორც კი იწყება ნგრევა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ“,- აღნიშნა ტრამპმა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |