პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
“დაშავებულია 271 ადამიანი, გადაარჩინეს 25 ადამიანი, მათგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს. განახლებული მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იმყოფებოდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს თავდასხმის საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგრამ მათი განცხადებებიდან და მედიის ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი - სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტი. რუსი სამხედროები პოლტავაზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ვიდეო მუსიკალური ფესტივალის მონაწილის ტელეფინიდან
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |