შამბა - აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არაა

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არაა, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

შამბას თქმით, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში".

„რაც შეეხება ოჩამჩირას პორტს, ჩვენ არ ვსაუბრობთ იქ საზღვაო ბაზის გახსნაზე... თქვენ იცით, რომ მე-7 რუსული სამხედრო ბაზა არის განთავსებული რესპუბლიკაში. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე",- აცხადებს შამბა.



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
პროკურატურის განცხადებით, ფონდების ანგარიშები “საბოტაჟის საქმეზე“ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს
ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და სწორადაც!