Aljazeera - ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, ხან-იუნისში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს კარვების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

 მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ხან-იუნისში, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. 

ქალაქ ხან-იუნისში კარვების დაბომბვას ხუთი ადამიანი, მათ შორის დედა-შვილი ემსხვერპლა.

ისრაელის არმიამ აგრეთვე, არაბული ანკლავის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები და ქალაქი დეირ ელ-ბალაჰი დაბომბა.

ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს და დევნილ პალესტინელებს ბეიტ-ჰანუნისა და ბეიტ-ლაჰიას რაიონების დატოვებისკენ მოუწოდეს, მოსალოდნელი მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე.

"ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული წლის შვიდი ოქტომბრიდან, სულ მცირე 39 677 ადამიანია დაღუპული, 91 645 დაშავებული.



როთი გახარიაზე თავდასხმაზე - მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას
გახარიას პარტია თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს
გახარია - დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის
სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს