BBC - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი დაიღუპა

"ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი დაიღუპა. ამის შესახე ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალებიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დეიფი 13 ივლისს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა.

"ჰამასს" ჯერ არ დაუდასტურებია დეიფის დაღუპვა.

თვდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დეიფი იყო ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბრის თავდასხმების დაგეგმვაზე სამხრეთ ისრაელში, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

ისრაელი, დეიფს  აგრეთვე 1996 წელს ავტობუსებზე თავდასხმის ორგანიზებაშიც ადანაშაულებდა, რომელსაც ათობით ისრაელელი ემსხვერპლა



ქარტია - TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ,,ოცნებას" ვაკისრებთ
ანდრეი სიბიგა - რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას
ნოდარ მელაძე - გიორგი შინჯიკაშვილის მამა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ლევან სანიკიძე ადგილობრივ არჩევნებზე - თუ არსებული სტატუს-კვო არ შეიცვალა, ეს არის მხოლოდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა