ჰარისი - ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტსა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად არის. ამის შესახებ CNN წერს.

მედიის ცნობით, ტრამპისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დებატები ორჯერ გაიმართებოდა.

"ბევრი თქვენგანი მეკითხებოდა დებატების შესახებ და გეტყვით, რომ მზად ვარ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის. ვფიქრობ, ამომრჩევლები იმსახურებენ, დებატების სცენაზე ნახონ გაყოფილი ეკრანი, რომელიც არსებობს ამ რბოლაში. ასე რომ, მზად ვარ“,- განაცხადა ჰარისმა.

აგრეთვე, ტრამპმა ჟურნალისტებს მიმდინარე კვირას განუცხადა, რომ სურს ჰარისთან დებატები, თუმცა ის ჯერ არაფერზე დათანხმებულა.

"არაფერზე არ დავთანხმებულვარ. დავთანხმდი ბაიდენთან დებატებს, მაგრამ მე მსურს მასთან დებატები. ჰარისი ვერ იქნება განსხვავებული, რადგან მათ საერთო პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, რომ დებატები მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო რბოლისთვის“,- აღნიშნა ტრამპმა.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა