Euromoney-მ საქართველოში „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, “საქართველოს ბანკი“ 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტი წელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს.

“30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, ასევე, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. შეფასების პროცესში კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციების უნარს, მუდმივად გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტების ხარისხი, სხვა ბანკებთან შედარებით აჩვენონ უკეთესი შედეგები და ამასთან, ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებადი ბაზრის პირობებში, რათა შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები“, - აღნიშნულია Euromoney-ს განცხადებაში.

“Euromoney-ს კიდევ ერთი ჯილდო გვახარებს მთელს გუნდს და გვახსენებს, რომ გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური ძალისხმევა და მისწრაფება, შექმნას მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები და მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, “საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა