უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა - 17 „შაჰიდიდან“, 17 ჩამოვაგდეთ

გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, ჯამში რუსებმა საჰაერო თავდასხმის 31 ტიპის საშუალება გამოიყენეს, რომელთაგან 17 „შაჰიდის“ ტიპის დრონიდან, 17, ხოლო 14 რაკეტიდან 7 ჩამოაგდეს.

„თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ხმელნიცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ოდესის, ზაპორიჟიეს, დნიპროპეტროვსკის და კიროვოგრადის რეგიონებში.



ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი მიიჩნევს, რომ საქართველოში გრძელვადიანი და მყარი შედეგისთვის გამოსავალი მხოლოდ ახალი, დემოკრატიული არჩევნებია
ხატია დეკანოიძე - სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დეჰუმანიზაცია, ადამიანური სახის წართმევა რუსების ამოცანა იყო
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
საქართველომ ბელარუსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ავსტრიაში ახალი ელჩები დანიშნა