ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი მიიჩნევს, რომ საქართველოში გრძელვადიანი და მყარი შედეგისთვის გამოსავალი მხოლოდ ახალი, დემოკრატიული არჩევნებია

ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი მიიჩნევს, რომ საქართველოში გრძელვადიანი და მყარი შედეგისთვის გამოსავალი მხოლოდ ახალი, დემოკრატიული არჩევნებია. ევროდეპუტატის თქმით, ერთპარტიული ორგანოები დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს, რადგან ეს დემოკრატიის ცნებასთან შეუთავსებელია.

ევროდეპუტატი ასევე ყურადღებას სანქციების გაფართოების მნიშვნელობაზეც ამახვილებს. 

ჩვენ  ველოდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაც აიძულებს, მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან აშკარაა, რომ თუ გინდათ, მიიღოთ გრძელვადიანი და მყარი გამოსავალი, არის ახალი არჩევნები, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას.

ჩვენ, ევროპარლამენტმა უკვე მოვუწოდეთ წევრ სახელმწიფოებს შესაძლო ვარიანტებთან და ფორმულასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი ნაწილი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკისა. პარლამენტს არ შეუძლია ასე უბრალოდ ცნოს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების გამო, არამედ ამჟამინდელი მთავრობის ბუნების გამო. ერთპარტიული ორგანოები დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს. ეს შეუთავსებელია დემოკრატიის ცნებასთან. ეს ასევე გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, როგორ მოქმედი და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის. შემდეგი საკითხი არის სანქციების გაფართოება. ეს პროცესი ნელა, თუმცა მიმდინარეობს და ბალტიის ქვეყნებმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს, - ამბობს დაინიუს ჟალიმასი.

 



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა