ხატია დეკანოიძე - სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დეჰუმანიზაცია, ადამიანური სახის წართმევა რუსების ამოცანა იყო

,,სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დეჰუმანიზაცია, ადამიანური სახის წართმევა რუსების ამოცანა იყო'' - ასე გამოეხმაურა ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას.

მისივე თქმით, ივანიშვილმა მხოლოდ მისი ოფშორებით 400 მილიონი მოპარა საქართველოს.

,,პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრებით ვწერ და ასე შევხედით ამ საკითხს. მე ვიცი ჩვენი შეცდომები, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დეჰუმანიზაცია, ადამიანური სახის წართმევა რუსების ამოცანა იყო. ქოცებმა იმდენი საზიზღრობა წერეს, მოიგონეს, რომ პროპაგანდის ნიაღვარმა წალეკა ფაქტები და შეფასების რაციონალურობა დაგვიკარგა. 

2012 წლიდან ნაციონალური მოძრაობის 14 ათასი წევრი დაიკითხა პროკურატურაში. უმაღლესმა პირებმა  9, 7, წლიანი სასჯელები მოიხადეს. სხვა ყველაფერი რომ დავაპაუზოთ, მხოლოდ ერთი მარტივი შედარება: ივანიშვილმა მხოლოდ მისი ოფშორებით 400 მილიონი მოპარა საქართველოს. 

ამის საპირისპიროდ, ყოფილ პრეზიდენტს 9 წელი მიუსაჯეს, რომელიც ისედაც ციხეშია. რაც არ უნდა იყოს, მეც ამაყავი ვარ, რომ ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის დროს, ბევრ ადამიანთან ერთად, რუსებისთვის მართლა არ ჩაგვიბარებია ეს ქვეყანა და სანამ სული მიდგას, რუსების წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებ'' - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი, 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
პროკურატურის განცხადებით, ფონდების ანგარიშები “საბოტაჟის საქმეზე“ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს
ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და სწორადაც!