ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენ ჩამოვედით საქართველოში. რთულ დროს შეგიძლიათ, თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ",- წერს ცაჰკნა და კოლეგებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც.

"ჩამოვედით საქართველოში, სადაც მორიგი ბრძოლაა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის",- წერს ლანდსბერგისი.

ოფოციალური ინფორმაციით, მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.



გერმანიის ელჩი - პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
როთი გახარიაზე თავდასხმაზე - მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას
გახარიას პარტია თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს