აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ, მომდევნო წლის გეგმები და სიახლეები დაინტერესებულ პირებს წარუდგინა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.
"გეგმის თანახმად, დასაქმების სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 1 731 600 ლარი იქნება. უწყება გააგრძელებს მოსარგებლეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ ყველა არსებულ პროგრამას.
დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება - "საკვანძო კომპეტენციების განვითარება“, რომლის მიზანია პროფესიის დამხმარე უნარების განვითარების გზით, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, 70 პირი მიიღებს მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების კურსს, როგორიცაა: სამეწარმეო უნარები, მულტილინგვინური კომპეტენცია - დარგობრივი უცხო ენა, ციფრული კომპეტენცია, ვექტორული და გრაფიკული პროგრამები - 3D Max, Photoshop, Illustrator, InDesign, Corel DRAW, სასტუმრო, სარესტორნო, სასაწყობე პროგრამების მიმართულებებით.
გარდა ამისა, პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამაში დაემატება ახალი პროფესიები - გაზგაყვანილობის მილების შემდუღებელ-მემონტაჟე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელი სისტემების მემონტაჟე. ეს პროფესიები დაეხმარება მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროცესს და შესაბამისად, გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. პროგრამით 35 პირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |