ბრიტანეთის საელჩო - სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა

ბრიტანეთის საელჩო თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, დღეს დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა.

„ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.

სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.



სარწყავ წყალზე კონტროლი მკაცრდება
შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ - KAZIN DMC
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ბაზისბანკს და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა