სოფელ ვერტყვიჭალასთან, მთის ფერდიდან მიწის მასა ჩამოიშალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასთან, მთის ფერდიდან მიწის მაშა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე.

მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.



ევროპული საბჭო - მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს
მერია - 20 ოქტომბერს „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება - ჯგუფმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მოუწყვეს
„ნიკორა ტრეიდმა“, „თიბისი კაპიტალისა“ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა