ევროკავშირი რუსეთისთვის უნიტაზების მიწოდების აკრძალვას გეგმავს

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის სამხედრო პოტენციალის დასუსტებასთან ერთად, სანქციების დაწესებას სიმბოლურ სამომხმარებლო საქონელზედაც ითვალისწინებს. 

მართალია, სავაჭრო ემბარგოს მთავარი მიზანი მაღალტექნოლოგიური ნივთების რუსეთის სამხედრო მანქანისთვის მიწოდების შეზღუდვაა, თუმცა ამავე სიაში მოხვდა უნიტაზები, ცისტერნები და მსგავსი სანტექნიკის მოწყობილობები, ბუხრები, აგური, საბურავები და კალმებიც კი. 

ტუალეტები სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც რუსმა ჯარისკაცებმა მათი მოპარვა, ჯერ 2008 წელს საქართველოში დაიწყეს და ახლა უკრაინაში აგრძელებენ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 24-წლიანმა მმართველობამ ვერაფერი გააკეთა რიგითი რუსების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. რუსეთში ყოველ მეხუთე სახლში შესაბამისი სანტექნიკა არ არის.

"ნება მიეცით, წაიღონ უნიტაზები - მათ ისინი გზად გამოადგებათ და სახლში გააგზავნიან". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"როგორც იცით, რუსები ადრე საკუთარ ოცნებაზე საუბრისას ამბობდნენ, რომ ეს პარიზის ნახვა და შემდეგ სიკვდილი იყო. დღეს ეს უნიტაზის მოპარვა და შემდგომ სიკვდილია". - ამბობდა ზელენსკი აპრილში. 



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა