ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო ფინანსური მხარდამჭერი, აგრძელებს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბაზისბანკთან ფინანსური პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია Highrise Group თბილისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს ბლუმ ბაგებს აშენებს.
ბლუმ ბაგები წარმოადგენს პრემიუმ კლასის, დაბალი განაშენიანების საოჯახო ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც თბილისის პრესტიჟულ უბანში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი 40-ში მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა ხელსაყრელი ადგილმდებარეობით და ყველა პირობას ქმნის კომფორტული და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.
ბლუმ ბაგებში ცხოვრების უპირატესობებია:
- 5-სართულიანი 3 ბლოკი, ჯამში 77 აპარტამენტი
- სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი, 60 საპარკინგე ადგილით
- ჭკვიანი საკეტის სისტემა
- 1,000 კვ.მ. გამწვანებული რეკრეაციული ზონა
- საბავშვო მოედანი და დახურული სპორტდარბაზი
- 24/7 დაცვის სისტემა და კონსიერჟ სერვისი
- დასუფთავება, მებაღე და ტექნიკური მომსახურება
პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი 2026 წლის I კვარტალში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციაში ჩაბარდება. ბინების ფართი 45 კვ.მ.-დან იწყება და მაქსიმალურად მორგებულია მობინადრეების საჭიროებებსა და სურვილებზე.
ბლუმ ბაგებში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი მარტივ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ
იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი

