ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მივიდა

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მივიდა.

გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის თქმით, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებულია დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონო ლეგალიზებაში (ფულის გათეთრება). მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

პროკურატურა გირაოს სახით მილიონ ლარს ითხოვს. გარდა ამისა, ღარიბაშვილს ქვეყნის დატოვება აეკრძალება.

უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“,- განაცხადა გვარაკიძემ.



დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
ალტერნატიული ქუთაისი - კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მივიდა